კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა


ავტორი
Front News საქართველო
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბექა ჯაიანი დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში – გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე, დამნაშავედ ცნეს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.
37 წლის კესარია აბრამიძე გასული წლის 18 სექტემბერს საკუთარ სახლში, დიდ დიღომში მოკლეს.
განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
თაგები:
კესარია აბრამიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს