Logo

ქეთევან ბაკარაძე - ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი

პოლიტიკა
49
Frontnews image description

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო და ხელისუფლება, როცა ეს ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრ ქეთევან ბაკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირმა 31 ბავშვი, ფაქტობრივად, გაწირა ტრაგედიისთვის.

"ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ, რომელიც თვეების  განმავლობაში ვერ ბედავდა სასოწარკვეთილ მშობლებთან პირისპირ შეხვედრას და თვალებში ჩახედვას, რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგით, ფაქტობრივად, უარი განაცხადა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლო პრეპარატის დაფინანსებაზე.

ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირმა 31 ბავშვი, ფაქტობრივად, გაწირა ტრაგედიისთვის, ბავშვები, რომლებიც სწორედ მისგან ელოდნენ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების ერთადერთ შესაძლებლობას. მშობლებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია ის არგუმენტები, რომელზეც აპელირებდა ბატონი სარჯველაძე. 

აქედან გამომდინარე, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო და ხელისუფლება, როცა ეს ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ", - განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები