
ავტორი
Front News საქართველო
ისინი ჟესტების ენაზე საუბრობენ, მათი აღქმაა, რომ ისინი ჟესტებით მოუწოდებდნენ ადამიანებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოწმეები ცრუ ჩვენებებს იძლევიან.
"გახარიას კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე ტერიტორიაზე მოვლენების ეპიცენტრში არასდროს ყოფილა, ჩვენთვის - დაცვის მხარისთვის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ამაზე მხოლოდ ამ კონტექსტში, რომ მოწმეები, რომლებიც პროცესზე დადიან, ცრუობენ და რეალურ ინფორმაციას არ გადმოსცემენ.
არც ბრალდებულების მიმართ არ იძლევიან განსაკუთრებულ ჩვენებებს, ჩვენ ამ საქმეს დავარქვით "ჟესტების საქმე" და რეალურად, ასეა.
ბრალდებულების მიმართაც ისინი ჟესტების ენაზე საუბრობენ, მათი აღქმაა, რომ ისინი ჟესტებით მოუწოდებდნენ ადამიანებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში", - განაცხადა ქეთევან ჩომახაშვილმა.
გენერალურმა პროკურატურამ 2025 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
თაგები:
ქეთევან ჩომახაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს