Logo

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

სამართალი
22.11.2022 / 19:21
343
Frontnews image description

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ხარაგაულში 50  წლამდე მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს,  40 წლამდე მამაკაცს კი ქუჩაში ესროლეს. 

 

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

 

ვინ განახორციელა გასროლა ამ დრომდე უცნობია.

 

ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Advertisement