Logo

ხაშურში ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

სამართალი
48
Frontnews
ხაშურში ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ კვადროციკლს ფარულად დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მოქალაქეს 15 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ნაქურდალი კვადროციკლი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები