ხაშურში მამაკაცს სახლში შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა

ავტორი
Front News საქართველო
ხაშურში მამაკაცს სახლში 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი კომატოზური მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად გაზით ინტოქსიკაცია სახელდება.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
თაგები:
ხაშური




