
ავტორი
Front News საქართველო
როცა ხელისუფლების მიზანი არის აღიაროს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, ბუნებრივია, რომ მას სჭირდება საზოგადოება, რომელიც პარანოიაში იქნება ჩაძირული, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპას” დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს მოსახლეობის 2/3-ის წინააღმდეგ გამოცხადებული გენოციდი.
“როცა ხელისუფლების მიზანი არის აღიაროს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, ბუნებრივია, რომ მას სჭირდება საზოგადოება, რომელიც პარანოიაში იქნება ჩაძირული.
“ოცნების” დღევანდელი კამპანია მოკლედ რომ შევაფასოთ, ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიმართ გამოცხადებული ომი, დივერსია და გენოციდი. ამიტომაც, ამ ფორმატში, დაპირების ადგილი არ რჩება. ეს არის “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს მოსახლეობის 2/3-ის წინააღმდეგ გამოცხადებული გენოციდი და ფიზიკური განადგურების მუქარა. ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
“ქართული ოცნება” რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. პარტიის ლიდერების თქმით, “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო უმრავლესობა სჭირდება, რომ არჩევნების შემდეგ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” გასამართლდეს, ასევე ტერიტორიული მთლიანობისთვის საჭირო იქნება ცვლილებები კონსტიტუციაში.
თაგები:
ხათუნა ლაგაზიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს