ხათუნა სამნიძე – ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ ასეთი მაღალი რანგის წევრებს არ შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები


ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ ასეთი მაღალი რანგის წევრებს არ შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და არც საქართველოს პარლამენტის სპიკერი. მიზეზი იყო აბსურდული, რომ თითქოს დრო არ აქვთ, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბუნდესტაგის წევრებს გაუზიარეს, რა კოორდინირებულად მუშაობს ქართული ოპოზიცია.
“ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ ასეთი მაღალი რანგის წევრებს არ შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და არც საქართველოს პარლამენტის სპიკერი. მიზეზი იყო აბსურდული, რომ თითქოს დრო არ აქვთ, მაგრამ ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რამდენად წინააღმდეგია ეს იმის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი.
ჩვენ მათ გავუზიარეთ, რამდენად კოორდინირებულად მუშაობს ოპოზიცია იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებით მათი მხარდაჭერა, რომ საარჩევნო პროცესი იყოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებით გაჯერებული”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ბუნდესტაგის წევრები საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ პარლამენტში დახურული შეხვედრა გამართეს. ხელისუფლებიდან გერმანიის პარლამენტის წევრებს კი მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძე ხვდება.
თაგები:
ხათუნა სამნიძე

ირაკლი ალასანია – ნათელია, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ

ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინის 20% უკვე ოკუპირებულია, უდიდესი ზარალი მიადგა, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს, ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს

ხათუნა ხოფერია – ეს არ იყო საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი!! ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს და ომის საშიშროების წინაშე მდგარი ხელისუფლების მტერი!