Logo

ხათუნა სამნიძე – გამოძიების მიღწევა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც “ქართულ ოცნებას” დაანგრევს

პოლიტიკა
837
Frontnews image description

“ქართულ ოცნებას” ეშინია იმიტომ, რომ მათ იციან, ჩვენ ჰაერზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტული ფაქტებით, რომ ეს არჩევნები გადაიწერა რუსული რეჟიმით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოსავალი დაუღალავი ბრძოლაა.

“გამოსავალი არსებობს, ამას სჭირდება დაუღალავი, თანმიმდევრული ბრძოლა და არა დაღლა ან ერთმანეთზე გადაბრალება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. დამერწმუნეთ, რომ “ქართულ ოცნებას” ეშინია  იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ჩვენ ჰაერზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტული ფაქტებით, რომ ეს არჩევნები გადაიწერა რუსული რეჟიმით. ამიტომ, გამოძიებაზე საუბარი და გამოძიების მიღწევა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც “ქართულ ოცნებას” დაანგრევს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები