Logo

ხათუნა სამნიძე – “ქართული ოცნება” იძულებული გახდება, აღიაროს ეს შედეგი

პოლიტიკა
949
Frontnews image description

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვხედავთ არნახულ აქტივობას. “ქართული ოცნება” იძულებული გახდება, აღიაროს ეს შედეგი. საქართველოს მოქალაქის მომავალს წყვეტს საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მან ქალებს მოუწოდა, მივიდნენ არჩევნებზე და შემოხაზონ ქვეყნის ევროპული მომავალი.

“მინდა, მივმართო საქართველოს მოქალაქე ქალებს, რომლებიც ამ ქვეყნის განსაკუთრებული ძალა არიან. მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, ყველა მივიდეთ არჩევნებზე, ეს არის ჩვენი შვილების ევროპული მომავალი. ისინი ევროპაში უკვე არიან, ჩვენ ასე გავზარდეთ ჩვენი შვილები და დადგა დრო, როცა ეს მომავალი უნდა დავიცვათ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვხედავთ არნახულ აქტივობას. “ქართული ოცნება” იძულებული გახდება, აღიაროს ეს შედეგი. საქართველოს მოქალაქის მომავალს წყვეტს საქართველოს მოქალაქე”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები