ხატია დეკანოიძე - ჩვენ არ ვიცით, რა იყო ბოლო დანიშნულება, სად ჩაისხა, სად გადაიტანეს, მოხვდა თუ არა რუსულ ბაზებზე

ავტორი
Front News საქართველო
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ასევე ძალიან კარგად ვიცით, როგორ იმართება ოკუპირებული ტერიტორიები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არავინ იცის, სად მივიდა საქართველოდან გატანილი საწვავი და რას მოხმარდა.
"ჩვენ არ ვიცით, რა იყო ბოლო დანიშნულება - სად ჩაისხა, სად გადაიტანეს, გადავიდა თუ არა სოჭში, ან კრასნოდარში, ან მოხვდა თუ არა რუსულ ბაზებზე. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ასევე ძალიან კარგად ვიცით, როგორ იმართება ოკუპირებული ტერიტორიები - იმართება პირდაპირ სამხედრო "კაგებეშნიკური" "ეფესბეს" მიერ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




