Logo

ხატია დეკანოიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანტიდასავლურ რიტორიკას არ დავუთმოთ სივრცე არსად, მათ შორის პარლამენტში

პოლიტიკა
20.02.2023 / 16:07
Frontnews image description

მსგავს ანტიდასავლურ ძალას რომ არ ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე გასაქანი, სწორედ ამის გამო არ ვეთანხმებოდი “ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა” ხატია დეკანოიძემ მოძრაობა „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

 

დეკანოიძის თქმით, სწორედ ამისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება.

 

“ძალიან საფრთხილოა, როდესაც, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, “ხალხის ძალა“ შეიძლება აღმოჩნდეს სიდიდით რიგით მეორე ფრაქცია პარლამენტში. მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეს რიგით მეორე სიდიდის ფრაქცია ევროპულ დელეგაციებში. მსგავს ანტიდასავლურ ძალას რომ არ ჰქონდეს საერთაშორისო ასპარეზზე გასაქანი, “ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს სწორედ ამის გამო არ ვეთანხმებოდი. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ძალიან დიდი საფრთხეა, რომ „ხალხის ძალა“, რომელიც ანტიდასავლურია და ანტიდასავლურ გზავნილებზე მყოფი „ქართული ოცნების“ განშტოებაა, იყოს სიდიდით მეორე ფრაქცია. როგორც ჩანს, ამას აპირებენ.

 

ვიზიარებ საპროტესტო აქციებს, ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ჩვენი მომხრეების ნაწილში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ანტიდასავლურ რიტორიკას არ დავუთმოთ სივრცე არსად, მათ შორის პარლამენტში. 

 

მე ვაპირებ კომიტეტებზე ამ კანონპროექტის განხილვებში მონაწილეობას, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან დიდი საფრთხეა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ხალხის ძალა“ პარლამენტში არ დაფიქსირდეს სიდიდით მეორე ფრაქციად. ეს საფრთხეა არა მარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები