
ავტორი
Front News საქართველო
მარიონეტული რეჟიმი და კრემლი ამბობს, რომ ეს მშვიდობის იძულება, ომი, ოპერაცია, ყველაფერი გამართლებულია და ეს აღიარა უკვე თავიდან ბოლომდე საქართველოს ხელისუფლებამ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის სიმხდალით აღსავსე პოლიტიკა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს არჩეული.
"მარიონეტული რეჟიმი ამბობს, რომ ეს მშვიდობის იძულება, ომი, ოპერაცია, ყველაფერი გამართლებულია, ეს აღიარა უკვე თავიდან ბოლომდე საქართველოს ხელისუფლებამ, ამიტომ, რა თქმა უნდა, რაც გააკეთეს, რაც გაკეთდება ეთნიკური წმენდა, ჩვენი მოქალაქეების ჩვენი ტერიტორიიდან გამოყრა, ასევე, მომავალი ანექსია, მცოცავი ანექსია, "ბორდერიზაცია" - ამ კონტექსტში ყველაფერი არის კანონიერი, ამას ამბობს მარიონეტული რეჟიმი, ამას ამბობს კრემლი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის სიმხდალით აღსავსე პოლიტიკა, რომელიც ივანიშვილს აქვს არჩეული", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, "საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ - 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას".
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს