
ავტორი
Front News საქართველო
გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, პარტიის ერთიან სტრატეგიას წარმოგიდგენთ ორშაბათს, 12:00 საათზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურად აქტიური სეზონი დაიწყება, რომლის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება.
“ამ გადაწყვეტილების შესახებ და ეს იქნება პარტიის ფართო სტრატეგია, რომელსაც მე თვითონ პირადად, ორშაბათს, წარმოგიდგენთ, საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ასე რომ, ჩვენ ჩამოვყალიბდით და ეს იქნება ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი, როდესაც ჩვენთვის პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს პირველი, ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი, ასევე ვადამდელი არჩევნების საკითხი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს