ხატია დეკანოიძე - გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას

ავტორი
Frontnews საქართველო
ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსების მოთხოვნები სწრაფად მოდის და გზავნილებიც სწრაფად სწორდება.
"კობახიძემ დაადასტურა მოსკოვში და თბილისში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა. გუშინდელი დადგმული “გაოგნებული” ზურაბაშვილის ბოდვა დღეს ივანიშვილმა კობახიძეს გაასწორებინა. ფაქტია, რუსების მოთხოვნები სწრაფად მოდის და გზავნილებიც სწრაფად სწორდება.
ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას”, - წერს ხატია დეკანოიძე.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




