
ავტორი
Front News საქართველო
“თქვენ ვალდებული ხართ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის წინაშე, თქვენი მკვეთრი პოზიცია ანტიდასავლურ რიტორიკაზე დააფიქსიროთ“, – ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, რომელსაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით უსმენს.
ხატია დეკანოიძის თქმით, დასავლელი პარტნიორების მკაფიო მოთხოვნაა ანტიევროპული და ანტიუკრაინული რიტორიკის შეწყვეტა და საგარეო საქმეთა მინისტრი ვალდებულია მსგავს რიტორიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს.
“ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან როცა საუბრობთ, იქ იყო სამი ძირითადი მოთხოვნა, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული რიტორიკის შეწყვეტა და 12 პუნქტის და რეკომენდაციის შესრულება. მაგრამ თქვენი მხრიდან არც ერთხელ არ მომისმენია არც მე პირადად და არც საზოგადოებას ანტიდასავლური რიტორიკა, მათ შორის, უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ ამ ანტიდასავლური რიტორიკით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ სტატუსისთვის კონსენსუსი ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის, ვინაიდან პირველი მოთხოვნა სწორედ ეს არის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს