ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და საქმე, რომელიც ღარიბაშვილის გარშემოა, საზეპიროა ყველა ჩინოვნიკისთვის

ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და საქმე, რომელიც ღარიბაშვილის გარშემოა, საზეპიროა ყველა ჩინოვნიკისთვის, "ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის კოჰორტისთვის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასე სრულდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.
“ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და საქმე, რომელიც ღარიბაშვილის გარშემოა, საზეპიროა ყველა ჩინოვნიკისთვის, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის კოჰორტისთვის. აი, ასე მთავრდება ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალურობა. ჩემთვის და ზოგადად, მოქალაქეებისთვის საინტერესოა ერთი ფაქტი - ის თუ როგორია ბიძინა ივანიშვილი, როგორ აჯილდოებს და როგორ ექცევა თავის ძალიან ლოიალურ მსახურებს, რაც ყველასთვის გაკვეთილი უნდა იყოს.
მეორე ფაქტია ის, თუ როგორ ჭაობს და წუმპეშია ჩაფლული „ქართული ოცნება“, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომ დღეიდან, მასზე და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




