ხატია დეკანოიძე – ივანიშვილი თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, მისთვის არ არსებობს მათ შორის, ხელისუფლების და რეჟიმის მიერ დაცულობის გარანტიები


ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილი თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ. მისთვის არ არსებობს მათ შორის, ხელისუფლების და რეჟიმის მიერ დაცულობის გარანტიები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ივანიშვილის გარეშე ვერავის ვერც დანიშნავენ და ვერც მოხსნიან.
“რეჟიმის ერთი წარმომადგენელი ანაცვლებს მეორეს. ეს არის ჩვეულებრივი რეჟიმის მოქმედება, მაგრამ რაც არის საგულისხმო ამ ყველაფერში, მათ შორის ლილუაშვილის გადაყენება, ოხანაშვილის დანიშვნა და ასე შემდეგ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ. მისთვის არ არსებობს მათ შორის, ხელისუფლების და რეჟიმის მიერ დაცულობის გარანტიები. ეს ჩანს. ფაქტია, რომ ივანიშვილის გარეშე ვერავის ვერც დანიშნავენ და ვერც მოხსნიან”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

დავით ზედელაშვილი – რეჟიმი თუ არ ჩამოიშალა და დიქტატორმა არ დაკარგა სისტემის მართვის რესურსი, სხვა გამოსავალს ამ პოლიტიკური კრიზისიდან ვერ ვხედავ

ხატია დეკანოიძე – თუ მას სჭირდება უსაფრთხოების რაიმე სახის გარანტიები და ფიქრობს, რომ ამან შეიძლება გადაარჩინოს, ეს ასე არ იქნება

გიორგი ჩიკვაიძე – აეკრძალოთ ნებისმიერი სახის სამედიცინო კვლევები და მკურნალობა მე-18-ე დაწესებულების ექიმებს, თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ მათ ხელში