
ავტორი
Front News საქართველო
ვიცი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" პოზიცია მიშას პატიმრობაზე. ხშირად გაუჟღერებიათ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ ყველაფერი კონტექსტია და დიდი მნიშვნელობა აქვს არასწორ აღქმებს სივრცე არ მივცეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
"მადლობა ყველა ადამიანს, ყველა ორგანიზაციას, რომლებიც საქართველოში დატყვევებული ადამიანების უფლებებს იცავენ, მათ სახელს მსოფლიოს აცნობენ. სამოქალაქო საზოგადოება თვითონ რეპრესირებული და დევნილია. ივანიშვილის ამოცანა ისტორიის გადაწერაა.
აგვისტო მოდის და გავიხსენოთ, რამხელა მონსტრი პროპაგანდა აამუშავა რუსეთის ვერსიის ჩასაბეტონებლად და ყველა დეზინფორმაციის ძარღვი მიუძღვნა იმას, რომ ომი საქართველომ, მიშამ დაიწყო. რუსეთიც ყველაფერს იყენებს, ყველა დეტალს.
ვიცი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" პოზიცია მიშას პატიმრობაზე. ხშირად გაუჟღერებიათ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ ყველაფერი კონტექსტია და დიდი მნიშვნელობა აქვს არასწორ აღქმებს სივრცე არ მივცეთ.
მიშა ევროსაბჭოს რეზოლუციაში ყველაზე ნიშანდობლივი ჩანაწერით ჯერ კიდევ 2022 წელს მოხვდა პუტინის მიერ დატყვევებულ ყარა-მურზასთან ერთად.
მიშა პოლიტპატიმარია. უპირობოდ. ძალიან მკაფიო პოზიციაა საჭირო, რომ მტერს ისტორია არ შევაცვლევინოთ", - წერს დეკანოიძე.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს