
ავტორი
Front News საქართველო
მმართველობის საბჭო არ ნიშნავს, რომ პარტია ფუნქციონირებას, ან რაიმე სახის მდგენელის ფუნქციას დაკარგავს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმაზე, თუ როგორ დაამარცხონ "ქართული ოცნება".
"მიუხედავად ბევრი რეპრესიებისა, პოლიტიკური მდგენელი პარტიაში არ მოშლილა და არც არავინ აპირებს, რომ ეს მოიშალოს. რაც შეეხება მმართველობის სტრუქტურას, გაუქმდა თავმჯდომარის, გენერალური მდივნის და კიდევ სხვა პოზიციები. ეს არის ის ეტაპი, რომელიც ყველას გვინდა, რომ წარმატებით დასრულდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, მმართველობის საბჭო არ ნიშნავს, რომ პარტია ფუნქციონირებას, ან რაიმე სახის მდგენელის ფუნქციას დაკარგავს.
ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ასეთი მიმართულება, რომელიც ჩვენს პარტიას აქვს, არასდროს არ წყდება, რაც არ უნდა დაბრკოლებები შეგვექმნას, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს - ბრძოლა. ჩვენ ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ინსტრუმენტები გვაქვს ხელში, რითაც პროპაგანდას და ანტიეროვნულ ძალაუფლებას დავამარცხებთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” რიგით მე-13 ყრილობაზე შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო, რომლის ხელმძღვანელიც ირაკლი ფავლენიშვილი იქნება. მმართველი საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 8 წევრით: პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს