ხატია დეკანოიძე - ნორმალური ქვეყანა, სადაც აშშ-ს შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, უნდა იყოს მიახლოებული იმ სტანდარტთან, რაც ამერიკას მიაჩნია ნორმალურად

ავტორი
Front News საქართველო
ნორმალური ქვეყანა, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, უნდა იყოს მიახლოებული იმ სტანდარტთან, რაც აშშ-ის მიაჩნია ნორმალურად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არ ითვალისწინებს აშშ-ის განცხადებებს და ქვეყანას აკარგვინებს განვითარების შესაძლებლობას.
ნორმალური ქვეყანა, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, უნდა იყოს მიახლოებული იმ სტანდარტთან, რაც აშშ-ის მიაჩნია ნორმალურად. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიაში, ფაქტობრივად, მისი დიდი წარმომადგენლობა არსებობს, ამიტომ, ის ძალიან ელემენტარული სტანდარტები, რაც ასევე ძალიან მარტივად იკითხება განცხადებებში, შესასრულებელია იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისა და საქართველოს ურთიერთობა და სტანდარტები იყოს ცივილური.
დღეს ივანიშვილმა და ანტიქართულმა “ოცნებამ“ საქართველოს დააკარგვინა გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნქცია. ქართველ ხალხს დააკარგვინა კეთილდღეობის და გამდიდრების, ასევე ევროინტეგრაციის შესაძლებლობა. ეს არის ისტორიული დანაშაული და თუ შევხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სომხეთში და მინდა, მათ ვუსურვო ძალიან დიდი წარმატება, ნახავთ, რომ ის ფუნქცია, რომელიც საქართველოს ჰქონდა - ყოფილიყო რეგიონის ლიდერი და ჰქონოდა ძალიან ბევრი მდგრადი მშვიდობის პროექტები, ეს ფუნქცია აღარ არსებობს.
ყველა ადამიანი, რომელიც ჩართული იყო საქართველოს განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე, დღეს ადევნებს თვალყურს თუ როგორ კარგავს ქვეყანა ივანიშვილის დანაშაულის გამო „ანტიქართული ოცნების“ გამო ამ ფუნქციას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




