ხატია დეკანოიძე – პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე პაპუაშვილმა, გადაწყვიტა, რომ პარლამენტის დარბაზი ჩაგვიკეტოს

ავტორი
Front News საქართველო
დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში, – ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატების რეაქცია მმართველი ძალის გადაწყვეტილებაზე, უკრაინის მხარდამჭერი მიზნით დაგეგმილი სხდომის ჩატარებაზე უარისა და დეპუტატებისათვის პარლამენტის დარბაზის კარის დაკეტვის შესახებ.
დეპუტატებმა უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები პარლამენტის ფოიეში შეასრულეს და უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.
მათი თქმით, “ქართული ოცნებამ” ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები მიიღო.
“დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში, სირცხვილის დღეა საქართველოს ისტორიაში. საქართველოს პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე პაპუაშვილმა, რომლის სახელიც ისტორიაში არ დარჩება, გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდეს და პარლამენტის დარბაზი ჩაგვიკეტოს. ჩაუკეტოს საქართველოს მოქალაქეებს, ჩაუკეტოს უკრაინას, ჩაუკეტოს გმირებს, ვინც გუშინ და დღეს დაეცნენ. დღეს აქ საქართველოს და უკრაინის ჰიმნები უნდა გაგვეჟღერებინა და გვეთქვა მსოფლიოსთვის, რომ ჩვენც ოკუპირებულები ვართ, გვეთქვა, რომ უკრაინაში მიდის აგრესია“, – განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




