Logo

ხატია დეკანოიძე – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომელმაც პარლამენტში დასვა გავრილოვი, უარს ეუბნება ჩართვაზე პრეზიდენტ ზელენსკის

პოლიტიკა
609
Frontnews image description

“ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომელმაც მოიწვია და პარლამენტში დასვა  საქართველოს მტერი გავრილოვი, უარს ეუბნება ჩართვაზე პრეზიდენტ ზელენსკის, რაც არის სამარცხვინო, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ამით ხელისუფლება, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს ართმევს  შესაძლებლობას, რომ საქართველოს პარლამენტიდან მოისმინოს უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა. 

 

“მათ გადაწყვიტეს, რომ თავისუფლებისათის მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც ერთვება და მოთხოვნა მასთან იგზავნება ყველა ქვეყნის წარმომადგენლობითი ორგანოდან — სენატიდან, კონგრესიდან, ბუნდესტაგიდან, თავისუფლებისათვის მებრძოლი ყველა ქვეყანა უსმენს წარმომადგენლობით ორგანოში პრეზიდენტ ზელენსკის და „ქართულმა ოცნებამ“, უმრავლესობამ გადაწვიტა, რომ უარი უთხრან საქართველოს მოქალაქეებს, პირველ რიგში,  რომ საქართველოს პარლამენტიდან გაჟღერდეს პრეზიდენტი ზელენსკის მიმართვას საქართველოს მოქალაქეებისადმი.
მე შევახსენებ მათ, რომ „ქართული ოცნების“ მოწვევით პარლამენტში ბრძანდებოდა და რუსი გავრილოვი, რომელმაც ამ პარლამენტის დარბაზიდან მიმართა საქართველოს  მოქალაქეებს  რუსულად. ეს ადამიანი არის მტერი, კრემლთან არამხოლოდ ასოცირებული არამედ საქართველოს მტერი. ამის შემდეგ ეს პარლამენტი და ეს უმრავლესობა უარს ეუბნება პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვაზე“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი თანახმა იყო პრეზიდენტი ზელენსკი ჩართულიყო საქართველოს პარლამენტს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები