
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ყველა ამბობს მხოლოდ ერთს – ამ ორი კანონპროექტის განხილვაც კი დაგვაზიანებს, არათუ ამ კანონპროექტების მიღება.
“ცხადია, ეს არის ის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს, ამას ამბობს დღეს ჩვენი მნიშვნელოვანი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მთელი მსოფლიო, ყველა ჩვენი მეგობარი, ვინც მხარი დაგვიჭირა მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ყველა ამბობს მხოლოდ ერთს – ამ ორი კანონპროექტის განხილვაც კი დაგვაზიანებს, არა თუ ამ კანონპროექტების მიღება და რეალურად ღილაკზე თითის დაჭერა.
ეს ის ადამიანები არიან, ვისაც საქართველოს სუვერენიტეტი და განვითარება სურთ, მაგრამ გარდა ამისა, არსებობენ ადამიანები, ვისაც პირადად ეხებათ ეს კანონი და ამ ადამიანების აგენტებად შერაცხვა გინდათ. თქვენ ამ ადამიანებს, ვინც გინდათ, რომ აგენტებად გამოაცხადოთ, ადამიანებს, ვინც ეხმარება ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ადამიანებს ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხმარება, ადამიანები, ვინც ჩართული არიან სკოლებში, ქართულ დემოკრატიულ პროცესებში და რეალურად აფინანსებენ ამ პროექტებს, ყველა ამ ადამიანს გინდათ აგენტების იარლიყი მიაწებოთ და მერე გიკვირთ რატომ არის საზოგადოება აღშფოთებული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს