
ავტორი
Front News საქართველო
ყველას ეგონა, რომ მათ შორის ამერიკის დაზვერვასაც, რომ კიევი რამდენიმე საათში დაეცემოდა, თუმცა კიევი დგას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უკრაინასთნ საერთო ევროატლანტიკური მომავალი აკავშირებს.
“ის, რასაც აკეთებენ დღეს უკრაინელები, არის ნამდვილი გმირობა, ყველას ეგონა, მათ შორის ამერიკის დაზვერვასაც, რომელიც არ შემცდარა პუტინის გეგმებთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე საათში კიევი დაეცემოდა. თუმცა კიევი დგას. ჩემი ლამაზი, ცქრიალა, მწვანე კიევი დგას. ეს არის გამორჩეულად გმირი ქალაქი.
პუტინი, როგორც ომის კრიმინალი, აუცილებლად გასამართლდება. ჰააგის სასამართლოში, ის კლავს ბავშვებს, ქალებს. ხალხი დღესაც არის მეტროში ჩასული და იქ აფარებს თავს.
ეს არის ბრძოლა ჯარისკაცებს შორის, ეს არის ღირებულებებს შორის ბრძოლა. ჩვენ უკრაინასთან გვაკავშირებს ერთიანი აწმყო, წარსული და ევროატლანტური მომავალი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს