Logo

ხატია დეკანოიძე - რუსული შხამის გავრცელებით დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი მოქალაქეების და საქართველოს წინაშე და ეს არ დარჩებოდა დაუსჯელი

პოლიტიკა
239
Frontnews image description

რუსული შხამის გავრცელებით ამ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი მოქალაქეების და საქართველოს წინაშე და ეს რა თქმა უნდა, არ დარჩებოდა დაუსჯელი. ახლა კი გასაგებია, რატომ გაიქცა რუხაძე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ არხებზე რეკლამის მიტანა რეპუტაციულად სახიფათოა.

"ყველას უნდა ესმოდეს, რომ ვინც  "იმედსა" და "პოს ტვ-ზე" მუშაობს და ამ რუსულ შხამს და დეზინფორმაციას ავრცელებდა საქართველოს და ქართველი ხალხის საზიანოდ, ეს ადამიანები ყველა მოხვდნენ ამ საერთო სანქციებში და ძალიან კონკრეტულად მინდა ვუთხრა, განსაკუთრებით იმ ბიზნესს, რომელიც აფინანსებს და მიაქვს რეკლამა ამ არხებზე, რომ ეს არის ძალიან სერიოზულად სარისკო ნაბიჯი მათი რეპუტაციისა და ფინანსური ოპერაციებისთვის. 

რუსული შხამის გავრცელებით ამ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი მოქალაქეების და საქართველოს წინაშე და ეს, რა თქმა უნდა, არ დარჩებოდა დაუსჯელი. ახლა კი გასაგებია, რატომ გაიქცა რუხაძე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიდმა ბრიტანეთმა "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" მიზეზით, "იმედი" და "POSTV" დაასანქცირა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები