Logo

ხატია დეკანოიძე – საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით გვექნება ძალიან ფართო კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან

პოლიტიკა
1089
Frontnews image description

საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით  გვექნება ძალიან ფართო კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან და ფრაქციებთან პარლამენტში, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, ამასთან გართულებულია კომუნიკაცია.  

 

“ჯანმრთელობის შეზღუდვები აქვს, ამას ვამბობ ყოველგვარი დრამატულობის გარეშე. გადაადგილების დროსაც აქვს ხარვეზები.  მისი მოთხოვნა არის, რომ დაშვებული იყვნენ მასთან საერთაშორისო ექსპერტები, ექიმები, ვინც რეალურად შეაფასებს, მათ შორის ნევროლოგიურ მოქმედებას.  

 

მეორე, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის შეზუდვები, რაც მეც ვნახე. როდესაც მე ვიყავი რუსთავის დაწესებულებაში, ჩვენ გვქონდა საშუალება კომუნიკაცია წერილობით გვქონოდა, მათ შორის ღია კარის პირობებში, ასევე ბარიერის ზემოდან. ახლა ამ ბარიერზე გაკრულია ბადე, კარებიც დაკეტილია, ამიტომ არავითარი საშუალება კორესპოდენციის გაცვლის, გარდა იმისა, როდესაც გავა, ეს კორესპოდენცია ავიღო, არ არის”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

მისი თქმით,  საუბარი ჰქონდათ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის შესახებ, რაზეც კონსულტაციები პარტიასა და სხვა პარტიებთანაც  გაიმართება.

 

“ვისაუბრეთ ინიციატივაზეც, ჩვენ გვექნება ძალიან ფართო კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან და ფრაქციებთან პარლამენტში. მე დიდი იმედი მაქვს და ისიც იმედოვნებს,  რა თქმა უნდა, რომ მათი მონაწილეობა იქნება ძალიან აქტიური საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური “ქართულმა ოცნებამ” გააუქმა სწორედ იმ გამოძიების გამო, რომელიც უკავშირდება მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას”, – განაცხადა დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები