Logo

ხატია დეკანოიძე - უნდა იყოს საერთო, კოორდინირებული ერთობა და მათ შორის ყველა გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღებოდეს

პოლიტიკა
210
Frontnews image description

ოპოზიციამ უნდა შევძლოთ, რომ ივანიშვილის ბანდას დრაკონული კანონები უკან გავაწვევინოთ და ეს რუსული რეჟიმი ჩამოვშალოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" რეპრესიული კანონები ბიძინა ივანიშვილის მორიგი ახირებაა.

"ახალი რეპრესიული კანონების მიღება “ოცნებას“ იმისთვის, რომ ჯერ კიდევ თავისუფალი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დაიჭირონ, აღარ სჭირდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი კომპლექსი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პარანოიდალური ახირება, ასევე ივანიშვილის პროქსების პარანოიდალური ახირება, რომ ქართველმა ხალხმა ისინი თანასწორად აღიაროს.

ამ ყველაფრის ფონზე ძალიან და შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოპოზიცია, ვინც აქამდე მოიყვანა დემოკრატია, რომელიც ახლა სულს ღაფავს, ეს იყოს კოორდინირებული, შეთანხმებული ოპოზიცია, უნდა იყოს საერთო, კოორდინირებული ერთობა და მათ შორის ყველა გადაწყვეტილება პროდასავლურ ოპოზიციაში ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღებოდეს. ოპოზიციამ უნდა შევძლოთ, რომ ივანიშვილის ბანდას დრაკონული კანონები უკან გავაწვევინოთ და ეს რუსული რეჟიმი ჩამოვშალოთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები