
ავტორი
Front News საქართველო
ვადამდელი არჩევნები 120/30 -ზე საარჩევნო სისტემის პირობებში ვერ იქნება გამოსავალი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები თუ ტექნიკური გარდამავალი მთავრობა, ეს არის სამსჯელო.
როგორც დეკანოიძე განმარტავს, პატარა კრიზისის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება ვადამდელი არჩევნები დანიშნოს და შედეგად ღარიბაშვილი და კობახიძე მოიშოროს მხოლოდ.
“ვადამდელი არჩევნები თუ ტექნიკური გარდამავალი მთავრობა, ეს არის სამსჯელო, ეს უნდა იყოს ერთიანი მოთხოვნა. ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების ძალიან ბევრი ბერკეტი არსებობს კუთხით რაზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორც პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა.
ვადამდელი არჩევნები, ასე პირდაპირ 120/30-ზე სისტემის პირობებში, ბიძინა ივანიშვილი შეიძლება დაფიქრდეს და პატარა კრიზისის შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, შემდეგ ღარიბაშვილი და კობახიძე მოიშოროს მხოლოდ. რა თქმა უნდა, ეს გამოსავალი არ არის“, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს