ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს

ავტორი
Front News საქართველო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, საკარმიდამო ნაკვეთში და-ძმის ცხედრები იპოვეს.
ამ დროისთვის უცნობია ჰქონდათ თუ არა გარდაცვლილებს სხეულზე ძალადობის კვალი.
როგორც Front News-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.





