ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გააცნო.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი კორპუსი, არსებულ შენობას კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, კომპიუტერული ოთახი და სველი წერტილები. კეთილმოეწყო ეზო. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 1 970 000 ლარია.
სკოლის ახალი ინფრასტრუქტურა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს.
თაგები:
ხელვაჩაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს