Logo

ხობში მოზარდს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც მისი არასრულწლოვანი ბიძაშვილი დაიჭრა

შემთხვევა
857
Frontnews
ხობში მოზარდს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც მისი არასრულწლოვანი ბიძაშვილი დაიჭრა

ხობში არასრულწლოვან ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა, მისივე ბიძაშვილი დაიჭრა.

გოგონას დაზიანებები ზედა კიდურის, გულმკერდის და თავის არეში აღენიშნება.

დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

ვის ეკუთვნოდა იარაღი, ან როგორ ჰქონდა არასრულწლოვანს მასზე წვდომა, უცნობია.

Front News- შსს-ში განუცხადეს, რომ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თაგები:

ხობი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები