ხონის ცენტრში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს
სამართალი
1471

ავტორი
Front News საქართველო
ხონის ცენტრში სროლა იყო.
როგორც Front News-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია ერთი ადამიანი.
შემთხვევა ხონში, თავისუფლების მოედანზე მოხდა.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.





