ხონში 33 წლის მამაკაცი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
ხონში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა ბარბარობის დღესასწაულაზე სამხედრო დასახლებაში მოხდა.
33 წლის მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.
მოკლული ახალგაზრდა 33 წლის გიორგი ჩალაძეა. დედის ინფორმაციით, 17 დეკემბერს ღამით სახლში ხმაური შემოესმათ, რის გამოც მისი შვილის მეზობლების გაშველების მიზნით გარეთ გავიდა.
“ხელებში ჩამაკვდა, დახმარებას მთხოვდა, თუმცა ვაი, რომ ვერ ვუშველე, საშინელება მოხდა ჩვენი ოჯახის თავს, მამაცი შვილი მყავდა, აგვისტოს და ავღანეთის ომებში იბრძოდა და ვერ იტანდა ვინმეს რომ ჩაგრავდნენ”, – განაცხადა მოკლულის დედამ ნატო ჩალაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლოთ დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს