ხონში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ბრალდება 5 პირს წარუდგინეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პროკურატურამ ხონში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 დეკემბერს, ქ.ხონში ბრალდებულებს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ რამდენიმე პირთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ხუთივე პირი 18 დეკემბერს დააკავეს. ერთ-ერთს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთხს პირს ბრალდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 2-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ხუთივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
გამოძიება გრძელდება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს