
ავტორი
Front News საქართველო
ასე ერთიანად და ასე გვერდში დგომით, ყველაფერს მივაღწევთ და უფრო წინ წავალთ. ვიმსახურებთ ამ ყველაფერს, სადაც ვართ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო-ესპანეთის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“მართლა ოცნება ავიხდინეთ. ასეთ რთულ მეტოქესთან, ჩემი აზრით, ცოტა არ გაგვიმართლა. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, მართლა არ ველოდებოდით, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა. ასე ერთიანად და ასე გვერდში დგომით, ყველაფერს მივაღწევთ და უფრო წინ წავალთ.
დადებითად შევაფასებდი ყველას თამაშს და ბედნიერები ვართ. ალბათ, გამოცდილებაც დაგვაკლდა, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით კიდევ წინ და წინ წავიდეთ. ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ და ამაზე დიდ ტურნირებზე. ჩემი აზრით, ვიმსახურებთ ამ ყველაფერს, სადაც ვართ დღეს”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
თაგები:
ხვიჩა კვარაცხელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს