
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეების ხუთეულში მოხვდა. აღნიშნული მონაცემები Transfermarkt-ის განახლებულ შეფასებაშია ასახული.
რეიტინგის ტოპ-ხუთეულს სრულად „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები აკომპლექტებენ. თანაგუნდელებს შორის კვარაცხელია მეოთხე ადგილს იკავებს.
სიის ლიდერი პორტუგალიელი ვიტინიაა, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 110 მილიონ ევროს შეადგენს. მეორე ადგილზე იგივე მაჩვენებლით ჟოაო ნევეშია. მესამე პოზიციაზე უსმან დემბელეა, რომელიც 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ის ახლახან მსოფლიოს წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და 2025 წლის „ოქროს ბურთიც“ მოიპოვა.
2025/26 წლების სეზონებში, თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს. იგივე თანხით მეხუთე ადგილზე ფრანგი დეზირე დუე იმყოფება.
თაგები:
ხვიჩა კვარაცხელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს