ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ავტორი
Front News საქართველო
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ მოიგო.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
პსჟ-მ „ინტერის“ დამარცხება კვარაცხელიას, ჰაკიმის, დეზირე დუესა და სენი მეილუეს გოლებით შეძლო. დეზურე დუეს ანგარიშზე ორი გოლია.
ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა მეორე ტაიმში შეძლო - ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში პირველი ქართული გოლია.
თაგები:
ხვიჩა კვარაცხელია




