"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა შეწყვიტოს"


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა შეწყვიტოს, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების განცხადებით, ოკუპაცია 17 წლის შემდეგაც გრძელდება.
"2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. ოკუპაცია 17 წლის შემდეგაც გრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა შეწყვიტოს და მისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.
თაგები:
ნორვეგია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს