Logo

კიევის ოლქზე რუსების თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე დაშავდა

უკრაინა
63
Frontnews
კიევის ოლქზე რუსების თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე დაშავდა

კიევის ოლქზე ღამის განმავლობაში მტრის თავდასხმების დროს 14 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. ყველა დაშავებულს აუცილებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ, - ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

დარტყმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

"მაშველები აგრძელებენ მუშაობას მომატებული საფრთხის პირობებში, რადგან მტრის შემდგომი დარტყმების რისკი კვლავ არსებობს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

5 აგვისტოს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქსა და კიევის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით და დრონები დაარტყა. კიევში ღამით მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, ძირითადად საწყობებში. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, დაიღუპა ერთი ქალი და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები