კიევში დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინა
15.03.2022 / 11:32


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის დედაქალაქ კიევში დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი ჰოსპიტალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლიs სვეტლანა ვოდოლაგას ინფორმაციით, სოციალურ ქსელში წერს, დილით მოწინააღმდეგის ძალების მიერ ნასროლი ჭურვები მოხვდა ორ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სვიატოშინსკის რაიონში, ასევე ერთ მრავალსართულიან კორპუსს პოდოლსკის რაიონში და კერძო სახლს ოსოკორკის რაიონში.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 35 პირი გადარჩა, ერთს ჰოსპიტალიზება დასჭირდა.
აფეთქების შედეგად დაზიანდა მეტროსადგურ ლუკიანოვსკაიას ფასადი.
