Logo

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

უკრაინა
75
Frontnews
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

19 ივლისის ღამეს უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 15 ადამიანი.

თავდასხმის შედეგად კიევის 5 რაიონი დაზარალდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.

ხანძარი გაჩნდა საოფისე და არასაცხოვრებელ შენობებში, სუპერმარკეტში, საერთო საცხოვრებელსა და კერძო სახლში, დაიწვა ავტომობილები.

მაშველები მუშაობას რამდენიმე რაიონში აგრძელებენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები