Logo

კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა

Frontnews image description

89 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა.

 

ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “აპრილი” გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა “გიორგობისთვე” კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო. 1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი “იყო შაშვი მგალობელი”, 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის “პასტორალი” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა.

 

1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობდა, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო.

 

1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი “In vino veritas!”, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი “შანტრაპა”.

 

1980-იანი წლებიდან რეჟისორი მუშაობდა და ცხოვრობდა საფრანგეთში, თუმცა ბოლო პერიოდში თბილისში იმყოფებოდა და აქ გარდაიცვალა.

 

თაგები:

რეჟისორი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები