Logo

კლიჩკო – კიევში აფეთქება მოხდა, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი იყოს

უკრაინა
09.02.2023 / 18:22
Frontnews image description

კიევის დარნიცის რაიონში ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი იყოს, – ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

 

კლიჩკოს თქმით, ადგილზე უკვე ყველა სამსახური მუშაობს.

 

მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.

 

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, გაზის ბალონი აფეთქდა. არიან დაშავებულები.

 

კიევში ელექტროენერგიის რეგულარული გამორთვის გამო უკრაინელებმა გაზის ბალონების გამოყენება დაიწყეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები