
ავტორი
Front News საქართველო
19 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში პირველი კომენტარი გაკეთდა. სამედიცინო დაწესებულებაში მედიკამენტების უვარგისობასთან და ასევე ნარკოზის ზედოზირებასთან დაკავშირებით ოჯახის ბრალდებებს უარყოფენ.
“ანესთეზიის დროს განვითარდა გულის გაჩერება. რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, აღდგა გულის რითმი. პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, რის შემდეგაც 15-დღიანი მკურნალობის შედეგად, სამწუხაროდ, ვერ მოხდა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა და განვითარდა ბიოლოგიური სიკვდილი.
მედიკამენტებს რაც შეეხება, ყველა მედიკამენტი, რომელიც კლინიაკში არის ამ შემთხვევაში გამოიყენება, არის ლიცენზირებული და დამტკიცებული სამინისტროს მიერ.
მიზეზებზე თავს შევიკავებ განმარტებისგან, უნდა დაველოდოთ დასკვნას”, – განაცხადა ექიმმა გიორგი ხუციშვილმა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს