კოალიცია "ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
"ლელო - ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შედიან ბრძოლაში „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე“.
"მრავალკვირიანი მოლაპარაკებების მცდელობების, კომუნიკაციის, იმედის პირობებში, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გადავავადეთ. "ძლიერ საქართველოს" აქვს თავისი გზა და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი. ეს გზა არის უკომპრომისო ბრძოლა ყველა შესაძლო ველზე. დღეს კოალიცია "ძლიერი საქართველო" აკეთებს თავის განაცხადებს. ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის.
ჩვენ რუსულ რეჟიმთან შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას სხვა ველზეც. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. ეს არის დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. დე ფაქტო ხელისუფლებასთან დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე", - განაცხადა კუპრაძემ.
თაგები:
კოალიცია "ძლიერი საქართველო"

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს