Logo

“კოალიცია ცვლილებისთვის” – მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას

პოლიტიკა
1230
Frontnews image description

“კოალიცია ცვლილებისთვის” მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ტექნიკური მთავრობის დასახელებასთან დაკავშირებით.

როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია ქარტიასთან.

„პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია „ქართულ ქარტიასთან“. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს და ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებლის მხრიდან შეასრულოს, რაც წერია ქარტიაში. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დროა, ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები