"კოალიცია ცვლილებისთვის" - არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას


ავტორი
Front News საქართველო
ნათელი გახდა, რომ რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციის ერთადერთ გზად განიხილავს პროდასავლური ძალების ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და სწორედ ამ საკითხზე ვაჭრობს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებით, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადებაშია აღნიშნული.
"ე.წ. პრეზიდენტის პირით რეჟიმმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ყალბ, კრიმინალურ პროცესში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების ერთადერთი გზა და რომ ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ.
დადასტურდა ისიც, რომ პოლიტიკური ლიდერები რეალურად უსამართლოდ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაატყვევეს, რომ მათ არ აღიარეს გაყალბებული არჩევნების შედეგები და არ ცნეს რეჟიმის ლეგიტიმაცია.
ნათელი გახდა, რომ რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციის ერთადერთ გზად განიხილავს პროდასავლური ძალების ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და სწორედ ამ საკითხზე ვაჭრობს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებით.
ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობას და წინააღმდეგობაზე.
ბოლომდე! - აღნიშნულია "კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადებაში.
მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოსცემს შეწყალების აქტს.
თაგები:
"კოალიცია ცვლილებისთვის"

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს