კობა ნაყოფია – ეტყობა ათვალიერებდნენ ჩემს ბარგს, მერე ხელჩანთაც გაჩხრიკეს, რისი უფლებაც არ ჰქონდათ


ავტორი
Front News საქართველო
დეპუტატი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ კიევიდან ჩამოსვლის შემდეგ, თბილისის აეროპორტში ერთი საათი გაურკვეველი მიზეზით გააჩერეს, რაზეც რეაგირებას აუცილებლად მოითხოვს.
“ერთი საათი მე გახლდით გაჩერებული საზღვარზე. თავიდან მეუბნებოდნენ, რომ ეს არის ტექნიკური ხარვეზი, რა თქმა უნდა, მე ამ ტექნიკური ხარვეზის არ მჯერა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ყველა ის მგზავრი, რომელიც ჩამოვიდა იგივე რეისით, მე გახლდით კიევში, ვხვდებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს და დღეს მოვფრინავდი კიევიდან საქართველოში, ყველა მგზავრი გაატარეს, დარჩენილი ვიყავი მარტო მე. ელოდებოდნენ ჩემს ბარგს, რომელიც დროზე არ იქნა მოტანილი, ეტყობა ათვალიერებდნენ ჩემს ბარგს, მერე ხელჩანთაც გაჩხრიკეს, რისი უფლებაც სხვათაშორის, არ ჰქონდათ, ყველანაირი დარღვევით ქნეს ეს.
რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება რეაგირება. მე პირველ რიგში მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კუჭავას, რომ ეს ინციდენტი იქნას გამოძიებული. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებსაც.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება არის აგონიაში და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი თანმიმდევრულად ემსგავსება ლუკაშენკოს რეჟიმს. ეს არის აგონია, ეს არის ალბათ, შიში ხელისუფლების დაკარგვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი მათ გამოუტანს განაჩენს”, – განაცხადა ნაყოფიამ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს