Logo

კობა ნაყოფია – სამარცხვინოა, როდესაც ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს ასამართლებს ივანიშვილის სასამართლო

პოლიტიკა
1128
Frontnews image description

პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო უაღრესად გულწრფელი და მართალი, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ გორის ჰოსპიტალთან განაცხადა. ის გორში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. 

 

მისი თქმით, გრძელდება ბრძოლა რუსულ რეჟიმთან, რომლის ავანგარდში მიხეილ სააკაშვილია.

 

“სამარცხვინოა, როდესაც ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს ასამართლებს ივანიშვილის სასამართლო. გუშინ ჩვენ დავინახეთ ძალიან კარგ ფორმაში მყოფი პრეზიდენტი, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა ყველა იმ საკითზე, რაც აწუხებს დღეს ქართულ საზოგადოებასა და ქართულ სახელმწიფოს, ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს.

 

ჩვენ ვიბრძვით უკვე თავისუფლებისთვის დიდი ხანია. ვიღაცას გონია, რომ საქართველო თავისუფალია, მაგრამ  მთავარი ბრძოლა წინ არის. დღეს ქვეყანას აბსოლუტურად რუსული რეჟიმი, კრიმინალური რეჟიმი მართავს, ამიტომ ჩვენი ქვეყანა არის ამ რეჟიმისგან გასათავისუფლებელი. ამ ბრძოლის ავანგარდში არის და იქნება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები